"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა
"ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობისა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. ის "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე
პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.
"ის თავისი ბუნებით, თუ გნებავთ ჰაბიტუსითაც, არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება", - თქვა ივანიშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელია. ის სხვადასხვა წლებში თამაშობდა"მანჩესტერ-სიტიში", "გრასჰოფერში", "ციურიხში", "ლუცერნიში".
ყაველაშვილი მე-11 მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრია.
მასალის გამოყენების პირობები