წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო, მუნიციპალიტეტში საახალწლო კონცერტი და სადღესასწაულო ღონისძიებები არ ჩატარდება.
"მიგვაჩნია, რომ დღეს, როდესაც ქვეყანაში სამართლის სახელით ძალადობენ მშვიდობიან მოსახლეობაზე, გაუმართლებელი და შეუსაბამოა პომპეზური ღონისძიებების გამართვა.
წალენჯიხამ დაკარგა მერი, გიორგი ხარჩილავა, ყველაზე გამორჩეული და მებრძოლი სულის მქონე ადამიანი, რომელიც უზომოდ იყო წალენჯიხაზე შეყვარებული", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
მერიაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და მოცემული კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ხელახალი არჩევნებია.
მათი განმარტებით, მუნიციპალიტეტში წინასაახალწლო მზადება აქტიურად მიმდინარეობს. უკვე დაიდგა ნაძვის ხე და მონტაჟდება საახალწლო ილუმინაციები.
მასალის გამოყენების პირობები