მთავრობის დადგენილებით, 3, 6, 8 და 10 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 3, 6, 8 და 10 იანვარი უქმე დღეებად განისაზღვრა. საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ შესაბამის დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა.
დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ ის არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე და არც "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.
ცნობისთვის, აქამდე, უქმე დღეებად განსაზღვრული იყო 1, 2 და 7 იანვარი.
მასალის გამოყენების პირობები