საქართველოში დაგროვებითი პენსიით 16 229-მა პირმა ისარგებლა - სააგენტო
საპენსიო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში დაგროვებითი პენსიით 16 229-მა პირმა ისარგებლა. მათზე პენსიის სახით 65.8 მლნ ლარი გაიცა.
ამავე ცნობით, აღნიშნულ სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 591 ათასი ადამიანია.
სააგენტოს მონაცემებით, საპენსიო აქტივების მოცულობა 6.3 მილიარდ ლარია, ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა კი 1.54 მილიარდ ლარს მიაღწია.
მასალის გამოყენების პირობები