2024 წელს საქართველოში პენსიის მიმღებთა რაოდენობა 864.3 ათასამდე გაიზარდა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს, საქართველოში პენსიის მიმღებთა რაოდენობა 864,3 ათასამდე გაიზარდა, რომელთაგან 70.8% ქალია, ხოლო 29.2% - კაცი.
საქსტატში განმარტავენ, რომ რეგიონების მიხედვით პენსიის განაწილების მაჩვენებლებში სამეგრელო-ზემო სვანეთი 10.3%-ით მე-3 ადგილზეა.
2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დოკუმენტზე დაყრდნობით, წელს, საპენსიო უზრუნველყოფაზე 4.5 მილიარდი ლარი დაიხარჯება. ამავე ცნობით, იანვრიდან ასაკობრივი პენსია 35 ლარით გაიზარდა.
მასალის გამოყენების პირობები