გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 - 21 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მთაში და მაღალ მთაში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.
ამავე ცნობით, სინოპტიკოსები საავტომობილო გზებზე ლიპყინულს, ელექტროგადამცემ ხაზებზე კი შემოყინულობას პროგნოზირებენ.
სააგენტოში აღნიშნავენ, რომ დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
საფრთხის დონე საშუალოა.
მასალის გამოყენების პირობები