გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, უკანონო ნადირობის პრევენციის მიზნით, 1 მარტიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან კონტროლს დაიწყებენ. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების ვებ გვერდზე ვკითხულობთ.
მათივე ცნობით, დღეს, 28 თებერვალს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება.
დეპარტამენტი ნადირობის მოყვარულებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონით დაწესებული ვადები.
ამავე ინფორმაციით, აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, კანონის დამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციები ამოქმედდება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკონ.
მასალის გამოყენების პირობები