ახალი ამბები
სატელეფონო ნომრებზე ვრცელდება ყალბი გზავნილები, თითქოს მომხმარებელს ერიცხება საგადასახადო ზედმეტობა - შემოსავლების სამსახური
შემოსავლების სამსახურის სახელით, სხვადასხვა სატელეფონო ნომრებზე ვრცელდება ყალბი გზავნილები, თითქოს მომხმარებელს ერიცხება საგადასახადო ზედმეტობა და თანხის დაბრუნების მიზნით SMS-ის ავტორები მომხმარებლებს მითითებულ ბმულზე გადასვლას სთავაზობენ. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გაავრცელა.

ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, საეჭვო შეტყობინების მიღების შემთხვევაში სიფრთხილე გამოიჩინონ.

„შემოსავლების სამსახური კატეგორიულად აცხადებს, რომ გავრცელებული გზავნილი არის სიცრუე და არანაირი შეხება არ აქვს უწყების საქმიანობასთან. თაღლითური სქემის ავტორები ცდილობენ მოქალაქეთა თანხების დაუფლებას/გამოყენებას. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე ამგვარი საეჭვო შეტყობინების მიღების შემთხვევაში და მაქსიმალურად შეზღუდონ პირადი ინფორმაციის გაზიარება“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, მეწარმე სუბიექტს საგადასახადო ორგანოს წერილობითი გადაწყვეტილება/შეტყობინება, პროცედურების სრული დაცვით, მხოლოდ „საქართველოს ფოსტის“ მიერ ან მის ავტორიზებულ გვერდზე ელექტრონულად ეგზავნება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
01 / მარტი 2025
დღეს, 1 მარტს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში „საპრეზიდენტო“ არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
28 / თებერვალი 2025
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ხვალ 1 მარტს შესრულდება რეისები:
28 / თებერვალი 2025
მესტიის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო დაზიანებულ „ლაჯანურის“ ელექტროგადამცემ ხაზზე სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი მერიის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / თებერვალი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2025 »»
2425262728 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.