2025 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.4 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.
კერძოდ, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.7%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.2 პროცენტული პუნქტით აისახა.
ცალკეული ქვეჯგუფების მიხედვით ფასების მატება შემდეგნაირად გადანაწილდა:
ხილი და ყურძენი - 4.8 %
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 4.6%
ბოსტნეული და ბაღჩეული - 3.3%
ხორცი და ხორცის პროდუქტები - 0.7%
ყავა, ჩაი და კაკაო - 0.5%
ზეთი და ცხიმი - 0.6 %
ამასთან, ფასები შემცირდა შემდეგ პროდუქტებზე:
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 2.5%
რძე, ყველი და კვერცხი - 0.4%
თევზეული - 0.3%
პური და პურპროდუქტები - 0.1%
რაც შეეხება ალკოჰოლურ სასმელებს და თამბაქოს, საქსტატის ცნობით, მათმა ღირებულებამ 0.5%-ით მოიმატა, ეს კი თვის ინფლაციაზე 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა.
მასალის გამოყენების პირობები