საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2025 წლის თებერვალში საქართველოს მასშტაბით გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 25 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
ამავე ცნობით, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში სულ 24 პირი მიეცა, ხოლო მათგან 5 დაკავებულია.
უწყებაში განმარტავენ, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების საერთო ჯამში 19 147 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 100 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.
ფოტო: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
მასალის გამოყენების პირობები