11-13 მარტს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის ცალკეულ მონაკვეთზე სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზამთრის რთულმა კლიმატურმა პირობებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე გზის საფარი დააზიანა.
ამავე ცნობით, ჩუმათელეთი-ხევის გზის დაზიანებული მონაკვეთების შეკეთების სამუშაოები ჩატარდება 11-13 მარტს
„სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე აღნიშნულ მონაკვეთებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
დეპარტამენტში ამბობენ, რომ სამუშაოების წარმოების გამო, ავტოტრანსპორტი შეფერხებით იმოძრავებს.
მასალის გამოყენების პირობები