დაგროვებითი პენსიით 17 ათასმა პირმა ისარგებლა, მათზე 70.6 მლნ ლარი გაიცა - საპენსიო სააგენტო
საპენსიო სააგენტომ 2025 წლის თებერვლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 597 ათასი ადამიანია.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 17,085-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 70.6 მლნ ლარი.
სააგენტოში განმარტავენ, რომ საპენსიო აქტივების ღირებულება ამ დროისთვის 6.4 მლრდ ლარს შეადგენს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.54 მლრდ ლარს გადააჭარბა.
მასალის გამოყენების პირობები