ახალი ამბები
პირადობის ელექტრონული მოწმობის დიზაინი იცვლება
2025 წლის 4 ივნისიდან საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლები და ფორმები იცვლება. შესაბამისი ბრძანება იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშილმა უკვე გამოსცა.

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მოწმობის ფორმატი უნდა შეესაბამებოდეს ISO/IEC 7810 სტანდარტს: ISO/IEC 7810 standard identification cards – Physical characteristics.

დოკუმენტის ნომერი დატანილია მოწმობის ბლანკის წინა მხარეს.

2. მოწმობის ინდივიდუალური ნომერი შეიცავს 9 სიმბოლოს და გრავირებულია (ამოტვიფრულია) „OCR-B“ 2 მმ ზომის შრიფტით.

3. მოწმობის ინდივიდუალური ნომრის ნიმუშია 00AA00001, რომლიდანაც პირველი ორი ციფრი აღნიშნავს გამოშვების წელს, შემდეგი ორი სიმბოლო (სერია) – ლათინური ასოების ნებისმიერ ცვლად კომბინაციას, გარდა კომბინაციებისა PR, TR, RT და TI, ხოლო შემდეგი (ბოლო) ხუთი ციფრი – რიგით ნომერს 00001-დან 99999-მდე სერიის ფარგლებში (მაგალითად, 12345), გარდა კომბინაციებისა 666XX, X666X, XX666.

ამასთან, მოწმობა უნდა შეიცავდეს:

ა) სახელს;

ბ) გვარს;

გ) სქესს;

დ) მოქალაქეობას;

ე) დაბადების თარიღს;

ვ) დაბადების ადგილს;

ზ) პირად ნომერს;

თ) ფოტოსურათს;

ი) პირადი ხელმოწერის ნიმუშს;

კ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას;

ლ) მოწმობის გაცემის თარიღს;

მ) მოწმობის მოქმედების ვადას;

ნ) ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს;

ო) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს;

პ) მოწმობის წვდომის კოდს (CAN – Card Access Number);

ჟ) QR კოდს, რომლის მეშვეობით შესაძლოა გადამოწმდეს დოკუმენტის ან/და პირის შესახებ ინფორმაცია.

დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ელექტრონულ მატარებელზე პირის შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ნ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის დატანა (ჩაწერა) შესაძლებელია მხოლოდ ამ პირის მოთხოვნით.

ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეკვიზიტების გრაფების სახელწოდება მოწმობაზე დაიტანება მისი პერსონალიზაციის დროს. გრაფები მოწმობაზე დაიტანება ერთგვაროვნად, ქართულ (გარდა მოწმობის წვდომის კოდისა (CAN – Card Access Number)) და ინგლისურ ენებზე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO 9303) სტანდარტის შესაბამისად.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28 თებერვალს, ზუგდიდში, ევროკავშირის მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით, ჩატარდა მორიგი ინფორმაციული შეხვედრა, რომელშიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
28 თებერვალს, ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ჩატარდა ინფორმაციული შეხვედრა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით, რომელსაც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები ესწრებოდნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
11 / მარტი 2025
ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ მოქალაქეების პროევროპული პროტესტი გრძელდება.
11 / მარტი 2025
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო „განსახლებულ დევნილთა და ეკომიგრანტთა ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განაცხადების მიღებას იწყებს. ამის შესახებ უწყება საკუთარ ვებ გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს.
11 / მარტი 2025
სენაკის მერიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთველყურეოდ დარჩენილი ძაღლების მომრავლების შედეგად წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებისთვის 16 680 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
06 / მარტი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2025 »»
2425262728 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.