ახალი ამბები
სენაკის სასამართლომ ბალდის კანიონის მცველზე თავდამსხმელს 10 - წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
სენაკის რაიონულმა სასამართლომ ბალდის კანიონზე თავდამსხმელ გელა ხურცილავას სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო მისმა ძმამ, გიგა ხურცილავამ საპატიმროში 9 თვე გაატარა მოსახლეობის მიმართ მუქარისთვის.
გიგა ხურცილავა უკვე თავისუფალია. ორივე მათგანი ინვესტორი კომპანია „კანიონი 350-ის“ თანამშრომელია. 

„მოსამართლემ დამნაშავედ ცნო ორივე თავდამსხმელი - კომპანია კანიონი 350"-ის თანამშრომელი გელა ხურცილავა და მისი ძმა გიგა ხურცილავა. მინდია ბჟალავას მკვლელობის მცდელობის გამო, გელა ხურცილავას 10 წელი მიესაჯა. მის ძმას, გიგა ხურცილავას, 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა, მოსახლეობის მიმართ განხორციელებული მუქარისთვის“, - წერს მოძრაობა „ბალდის კანიონის გადასარჩენად” ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელებს სასამართლოში ბალდის კანიონის ინვესტორი კომპანიის ადვოკატები იცავდნენ.

„სასამართლო სხდომებზე ცხადად გამოჩნდა, რომ მათი მთავარი მისია არა ბრალდებულებისთვის სასჯელის შემსუბუქება, არამედ ინვესტორის იმიჯის გადარჩენა იყო. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული ყველა ბალდელი შემწყნარებლურ დამოკიდებულებას გამოხატავდა, კომპანიის ადვოკატებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა თავდამსხმელებს დანაშაული არ ეღიარებინათ. კომპანიის ადვოკატები ხელს უშლიდნენ მხარეებს შორის კომუნიკაციასაც.
მრავალი მტკიცებულების არსებობის მიუხედავად, “კანიონი 350”-ის ადვოკატები სასამართლოში ამტკიცებდნენ, რომ თითქოს, სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი მინდია ბჟალავა თავად მიეჭრა თავდამსხმელს და თითქოს, მისთვის დანით მიყენებული 7 ჭრილობა უბრალოდ ნაკაწრები იყო”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში, რომელსაც მოძრაობა ავრცელებს.

ცნბისთვის, 2024 წლის 11 ივნისს მარტვილში, სოფელ ბალდაში, თავს დაესხნენ კარავში შეკრებილ ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც რომლებიც ბალდის კანიონის გასხვისებას აპროტესტებდნენ.

მანამედ, 5 მარტს, სენაკის რაიონულმა სასამართლომ ბალდის კანიონის ინვესტორი კომპანიის დირექტორი, გიორგი მერკვილაძე, ძალადობაში სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნო და ჯარიმა დააკისრა.

500 დღეზე მეტია, რაც ბალდელები ნაწილი კომპანია "კანიონ 350"-ს სამუშაოების შეჩერებას ითხოვს და ტერიტორიის გასხვისებას უკანონოს უწოდებს.

სახელმწიფო უწყებაში კი განმარტავენ, რომ ყველა სახის სამუშაო კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

კომპანიამ ორი წლის განმავლობაში 3 მილიონ ლარამდე ინვესტიცია უნდა განახორციელოს, მომდევნო 3 წლის ვადაში კი ბუნების ძეგლზე მოაწყოს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა - ვიზიტორთა ცენტრი, როლერი ატრაქცია, კიდული ბილიკი და საფეხმავლო ბილიკი.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
05 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
30 / მაისი 2025
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა.
30 / მაისი 2025
2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 262.4 ათასით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.