საქართველოში თითქმის 1.9 მილიონ ადამიანს მინიმუმ 1 სესხი აქვს, 370 ათასი მოქალაქე კი ვერ იხდის სესხს - „საზოგადოება და ბანკები“
ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ მიმდინარე წლის მონაცემებით, საქართველოში თითქმის 1.9 მილიონ ადამიანს აქვს მინიმუმ 1 სესხი მაინც, რაც გულისხმობს როგორც ბანკს, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ლომბარდს.
მათივე ინფორმაციით, ყოველ მეხუთე მსესხებელს აქვს 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება. მოსახლეობის 10%, ანუ 370 ათასი მოქალაქე ვერ იხდის სესხს.
„მოსახლეობის 10%-ს აქვს მინიმუმ 1 პრობლემური კრედიტი მაინც, ზოგს რამდენიმეც. ამ სესხების დიდი ნაწილი თავმოყრილია არასაბანკო სუბიექტებში, ძირითადად სესხის ამომღებ კომპანიებში. ფიზიკური პირების ჯამური, პრობლემური დავალიანება 2.7 მილიარდ ლარზე მეტია. თუ ტენდენციას დავაკვირდებით, წლიდან წლამდე პრობლემური სესხების და ჭარბვალიანი მოქალაქეების რაოდენობა იზრდება“, - განმარტავენ ორგანიზაციაში.
ორგანიზაციაში ასევე ამბობენ, რომ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დაახლოებით 20% ე.წ. „შავ სიაშია“.
მასალის გამოყენების პირობები