დღეს, გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოებია დაგეგმილი.
ამავე ცნობით, 2025 წლის 10 აპრილის 23:00 სთ-დან 11 აპრილის 03:00 სთ-მდე გორის გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 11 აპრილის 03:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე დროებით შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
„საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე, ხოლო თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე“, - აღნიშნავს დეპარტამენტი.
მასალის გამოყენების პირობები