ახალი ამბები
სამომხმარებლო ქსელში არსებული პროდუქცია მაქსიმალურად კონტროლდება - სეს-ის უფროსი
საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა რძის ნაწარმში აფლატოქსინის გამოვლენის საკითხზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას სეს-ი ავრცელებს.

ჩეკურაშვილი ამბობს, რომ რძის სექტორი გამოირჩევა მაღალი სტანდარტებით, რაც, მისი თქმით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია.

„კომპანია „სოფლის ნობათის” რძის კონკრეტულ პარტიებში დაფიქსირებულ აფლატოქსინთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმოქმედა საერთაშორისო სტანდარტის და პრაქტიკის შესაბამისად.

დარღვევის გამოვლენისთანავე, საზოგადოებას მივაწოდეთ სრული ინფორმაცია. სააგენტოსთან აქტიურად ითანამშრომლა კომპანიამ. დღეს შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ყველა ის პარტია, სადაც დარღვევა იყო, სააგენტოს ზედამხედველობით, სრულად არის ამოღებული ქსელიდან.

სააგენტოს მისამართით დაისვა კითხვა დახლებზე განთავსებულ პროდუქციასთან დაკავშირებით. აქაც კიდევ ერთხელ განვმარტავ - არ არსებობს არანაირი შეშფოთების საფუძველი.

სამომხმარებლო ქსელში არსებული პროდუქცია მაქსიმალურად კონტროლდება, ისევე როგორც აქტიურად მოწმდება თვითონ საწარმოები“, - აღნიშნა მან.

სურსათის ეროვნული სააგენტომ 3 აპრილს განაცხადა, რომ კომპანია „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა. უწყების ცნობით, სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული კონკრეტული პარტია, სადაც დარღვევა აღმოჩნდა. სააგენტოში განმარტეს, რომ აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
დღის სიახლეები
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
ოდაბადეშ კინოხონი
26 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.