ახალი ამბები
FARA 31 მაისს ამოქმედდება - ანტიკორუფციული ბიურო დაინტერესებული პირებისთვის საინფორმაციო შეხვედრას გამართავს
ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, საქართველოს კანონი „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ 2025 წლის 31 მაისს ამოქმედდება.

მათივე ცნობით, ანტიკორუფციული ბიუროს ორგანიზებით, მიმდინარე წლის 21 მაისს, ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა, რომლის მიზანია კანონთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება.

შეხვედრაზე დასწრების მიზნით, დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო განაცხადი, 2025 წლის 8 მაისის ჩათვლით, შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/qiT6iAmaQzCJ3hyQ9

ამასთან, როგორც უწყებაში განმარტავენ, დაინტერესებულებს შეეძლებათ მითითებული ბმულის მეშვეობით გაგზავნონ შეკითხვები კანონთან დაკავშირებულ საკითხებზე.

საინფორმაციო შეხვედრის შესახებ დეტალური ინფორმაცია რეგისტრირებულ მონაწილეებს 13 მაისს ეცნობებათ.

ინფორმაციისთვის, პარლამენტმა "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს" მე-3 მოსმენით მხარი დაუჭირა 1-ელ აპრილს. კანონპროექტის მომხრე „ქართული ოცნების“ 86 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი არცერთი. „ქართული ოცნების“ მიერ მე-6 პრეზიდენტად დანიშნულმა მიხეილ ყაველაშვილმა დოკუმენტს ხელი მოაწერა 3 აპრილს.

აღნიშნული კანონით სუბიექტის უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის საკითხები წესრიგდება. მისი აღსრულება კი, ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალება. ამერიკული ანალოგისაგან განსხვავებით, ის ეხება დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიასაც.

FARA-ს მიზანია გააკონტროლოს უცხოური ძალის პირდაპირი გავლენა ადგილობრივ პოლიტიკაზე, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული პირები ავტონომიურად არ მოქმედებენ და სრულად ექვემდებარებიან პრინციპალის მითითებებს.


ამავე თემაზე: 

ყაველაშვილმა მაუწყებლობის შესახებ კანონში შემზღუდველ ცვლილებებსა და FARA-ს ხელი მოაწერა

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო FARA და მაუწყებლობის შესახებ კანონში შემზღუდველი ცვლილებები

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2025
უახლოეს დღეებში საქართველოში გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.
28 / აპრილი 2025
საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის და იძულების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.
26 / აპრილი 2025
ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა, მხარეებმა მისი რატიფიკაციის დოკუმენტები გაცვალეს, იტყობინება ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს Telegram არხი.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.