ახალი ამბები
პედოფილიისა და 4 არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის 40 წლის მამაკაცი დააკავეს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 4 არასრულწლოვანი ბავშვის მიმართ ჩადენილი პედოფილიის და გარყვნილი ქმედებისთვის 40 წლის მამაკაცი ამხილეს და დააკავეს.

მათივე ცნობით, ჩატარებული გამოძიებით, პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის და გარყვნილი ქმედების 5 ფაქტი გამოავლინა და ქ. თბილისში მცხოვრები 40 წლის მამაკაცი დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი.მ-მ, გამიზნულად შექმნა „Facebook“ და „Instagram“ ყალბი ანგარიშები, რომელთა მეშვეობითაც სისტემატურად უკავშირდებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 14 წლამდე ასაკის გოგონებს, ეცნობოდა მათ სხვადასხვა სახელით, უმალავდა საკუთარ ასაკს, ვინაობას, უგზავნიდა პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას და სექსუალურ საკითხებზე ესაუბრებოდა.
გამოძიებამ პედოფილიაში მხილებული ბრალდებულის 5 დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოავლინა. კერძოდ, ბრალდებული, „Facebook Messenger“-ის ყალბი პროფილის მეშვეობით, თავდაპირველად, ქ. ზუგდიდში მცხოვრებ 14 წლის გოგონას დაუკავშირდა, ხოლო შემდეგ ქ. სენაკში მცხოვრებ ასევე 14 წლის ბავშვს. ბრალდებული დაზარალებულ ბავშვებს პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო მასალას უგზავნიდა და სექსუალურ საკითხებზე ესაუბრებოდა, რის შემდეგაც მან არასრულწლოვანი გოგონა იძულებით გააშიშვლა და შიშველი სხეულის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის გადაგზავნა აიძულა“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ბრალდებული ანალოგიური მეთოდებით ასევე დაუკავშირდა გორის რაიონში მცხოვრებ 11 წლის და თბილისში მცხოვრებ 12 წლის გოგონებს, რომელთაც პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალას უგზავნიდა და ინტიმურ საკითხებზე ესაუბრებოდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ბრალდებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავა.

ამავე ცნობით, 2025 წლის 1 მაისს, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილებით, მამაკაცს ბრალდება პედოფილიის, ასევე, გარყვნილი ქმედების 5 ეპიზოდზე წარედგინა. დანაშაული 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაზარალებულ ბავშვებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური დანაშაულისგან მიყენებული ტრავმის გასაქარწყლებლად სახელმწიფოს ხარჯით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას შესთავაზებს.

უწყებაში საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, ყველა მშობელმა გაანალიზოს საშიშროების ალბათობა და გამოიჩინოს მაქსიმალური ყურადღება ბავშვის ინტერნეტთან წვდომის დროს. საგამოძიებო სამსახურში შეტყობინების გასაკეთებლად ან დახმარების მისაღებად, შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე - 199, ან წარადგინოთ განცხადება ან პირადად მიხვიდეთ ოფისებში - თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში, ასევე, მისწერეთ სოციალურ ქსელში ან ელექტრონულ ფოსტაზე.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
11 / სექტემბერი 2025
ძველი კოლხური საზოგადოების რწმენაში სულის არსებობას განსაკუთრებული ადგილი ეკავა.
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / სექტემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.