ახალი ამბები
უნივერსიტეტებში, საბაკალავრო საფეხურზე, 1-ელი სექტემბრიდან ქართული ენის სწავლება სავალდებულო გახდება - „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის
უმაღლეს სასწავლებლებში, საბაკალავრო საფეხურზე, ქართული ენის სწავლება სავალდებულო 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან გახდება, ცვლილება კი 1-ელი აგვისტოდან უნივერსიტეტებში ჩარიცხულებს შეეხებათ. კანონში შესატან ცვლილებებზე დეპუტატებმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ თქვა, რომ უმაღლეს სასწავლებლებს სილაბუსების მოსამზადებლად ორ თვეზე მეტი ექნებათ.

„გვაქვს რამდენიმე დათქმა: 1. ეს საკითხი შეეხება მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებელში 2025 წლის პირველი აგვისტოს შემდეგ. 1-ელ აგვისტომდე ჩარიცხულებზე ეს არ გავრცელდება, ანუ წლევანდელი ეროვნული გამოცდების შედეგებით ჩარიცხულებიდან დაიწყება ამ სისტემის დანერგვა და 2. ძალაში გვინდა რომ შევიდეს პირველ სექტემბერს.

ვფიქრობთ, რომ 2 თვეზე მეტი საკმარისია იმისთვის, რომ განათლების სამინისტრომ ამ სპეციალური კურსის გავლის წესი დაამტკიცოს, რითაც შემდეგში იხელმძღვანელებენ უმაღლესი სასწავლებლები და ისინი შესაბამის სილაბუსებს მოამზადებენ იმისთვის, რომ სასწავლო პროგრამაში მოხდეს მისი ასახვა. ასევე, რა თქმა უნდა, იზრუნებენ იმაზე, რომ შესაბამისი პედაგოგების ჩართულობა უზრუნველყოფილი იქნას ამ სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით”, - თქვა მიქანაძემ.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები ასევე ეხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე აფხაზური ენის სწავლებას.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.