ცესკო - თუკი კანდიდატები 50%-იან ბარიერს გადალახავენ, არჩევნები პირველივე ტურში დასრულდება
თუკი კანდიდატები 50%-იან ბარიერს გადალახავენ, რა თქმა უნდა,
არჩევნები პირველივე ტურში დასრულდება,
- ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო
ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, განმეორებითი კენჭისყრის
შედეგებზე ნამდვილად არის დამოკიდებული კონკრეტულ უბნებზე გაიმართება
თუ არა მეორე ტური.
„თუკი ვერც ერთი მათგანი ვერ გადალახავს 50%-იან ბარიერს,
მეორე ტური დაინიშნება. მეორე ტურის დანიშვნა დამოკიდებულია,
რამდენად მოგვცემს ამის შესაძლებლობას შედეგები“, - განმარტა ანა
მიქელაძემ.
მასალის გამოყენების პირობები