განმუხურის 38-ე საარჩევნო უბანზე ამ დროისათვის აქტივობა დაბალია.
დარეგისტრირებული 1145 ამომრჩევლიდან საკუთარი
არჩევანი ორასამდე ადამიანმა
გააკეთა.
აღნიშნულ უბანზე ერთი საჩივარი დაიწერა "ნაციონალური მოძრაობის"
წარმომადგენლის მიერ. საჩივარი ეხება გადასატანი ყუთის 10-15
წუთის დაგვიანებით გატანას საარჩევნო უბნიდან. უბანთან მობილიზებულია
პოლიცია.
აქვე იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების"
წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები