ცესკო - ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დროულად გაიხსნა
ცესკო-ს ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00
საათზე გაიხსნა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა
მიქელაძემ
პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, ხმის მიცემის
პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში
მიმდინარეობს.
მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების
პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად.
დღეს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება.
არჩევნები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ტარდება. პარლამენტის
არჩევნებთან ერთად, ზუგდიდში გამგებლების რიგგარეშე არჩევნების მეორე
ტური ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები