დილის გადაცემის სტუმარი -
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი თოდუა.
მან "თხილის გადარჩენის პროგრამა 2019"-ის შესახებ ისაუბრა, რომელიც მოიცავს ასოციაციის შემდეგ მომსახურებებს:
• აგრო კონსულტანტის მომსახურება თითოეული ფერმერთა ჯგუფისათვის
• თვეში 2 ჯერ ვიზიტი/ტრენინგი, ოპტიმალური წამლობის სქემების დაგეგმვა და შეთავაზება
• მაღალი ეფექტურობის შესაწამლი აპარატებითა და უსაფრთხოების საშუალებებით უზრუნველყოფა (10 ჰა - 1 მაღალეფექტური შესაწამლი აპარატი 200ლ)
• შეღავათები პრეპარატებზე ასოციაციის "ფერმერთა მომსახურების ცენტრებში"
• ფინანსურ ინსტიტუტებთან შუამდგომლობა (ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები)
• ნიადაგის ნაყოფიერების მართვა და ანალიზებით უზრუნველყოფა
• შეღავათები სერვისებზე ასოციაციის თხილის საშრობ და სასაწყობე ცენტრებში
• სპეციალური "ფერმერის დღიურების" გადაცემა
• მოსავლის ხარისხის კონტროლი
• მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავლის რეალიზაციაში დახმარება
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ შეავსონ
განაცხადი და გააგზავნონ ელ.ფოსტის საშუალებით მისამართზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
ამავე თემაზე:
GHGA თხილის გადარჩენის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს ®️
თხილის მოსავლის გადარჩენის მასშტაბური პროექტი დაიწყო (ფოტო/ვიდეო)®️
მასალის გამოყენების პირობები