SEEDS პროექტის ფარგლებში, სამეგრელოს, იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონში შეიქმნა კარიერის დაგეგმვის კლუბები.
ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს შორის ერთ- ერთი პროფესიაა მეღვინეობა.
რატომ უნდა დავინტერესდეთ ამ პროფესიით, რამდენად შემოსავლიანია და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ეს სფერო, რადიო
,,ათინათის“ დილის გადაცემაში, აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობა - მევენახეობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი გიორგი ფიფია გვესაუბრება.
პროექტი SEEDS - სოციალური მეწარმეობისა და განვითარებაზე დაფუძნებული უნარების გაძლიერება საქართველოსა და უკრაინაში" ხორციელდება ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) მიერ, ტალინის უნივერსიტეტთან (TLU), ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრთან (YIC), საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA), საექსპერტო მხარდაჭერისა და ადვოკატირების ცენტრთან (CESA) და ასოციაცია „ათინათთან“ მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოსა და უკრაინაში.
მასალის გამოყენების პირობები