SEEDS პროექტის ფარგლებში, სამეგრელოს, იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონში კარიერის დაგეგმვის კლუბები შეიქმნა. რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან სკოლაში კარიერის დაგეგმვისა და პროფორიენტაციის საკითხებზე აქტიური მუშაობა, რა მიღწევები და შედეგი გამოიღო აღნიშნულმა პროექტმა, ამის შესახებ რადიო
,,ათინათის“ დილის გადაცემაში საუბრობენ, პროექტის ტრენერი - მაკა გოგოხია და ფსიქოლოგი - ნათია ცირამუა.
პროექტი “SEEDS - სოციალური მეწარმეობისა და განვითარებაზე დაფუძნებული უნარების გაძლიერება საქართველოსა და უკრაინაში" ხორციელდება ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) მიერ, ტალინის უნივერსიტეტთან (TLU), ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრთან (YIC), საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA), საექსპერტო მხარდაჭერისა და ადვოკატირების ცენტრთან (CESA) და ასოციაცია „ათინათთან“ მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოსა და უკრაინაში.
მასალის გამოყენების პირობები