დღევნდელ გადაცემაში გთავაზობთ 2024 წლის მოკლე ანგარიშს და 2025 წლის პირველ გადაცემას .გადაცემაში საუბარია მუზეუმის ახალ გამოცემაზე, უნიკალური კატალოგი, რომლის აუდიო ვერსიას შემოგთავაზებთ ჩვენი გადაცემების მეშვეობით.
გზამკვლევი, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ უმდიდრესსა და უნიკალურ სიძველეთსაცავს ზუგდიდის დადიანების სასახლეების ისტორიულ - არქიტექტურულ მუზეუმსა და მის კოლექციებს ეძღვნება.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მუზეუმის შესახებ არაერთი პუბლიკაცია არსებობს, წინამდებარე გამოცემა მაინც უნიკალურია. კატალოგში ბევრი ექსპონატის შესახებ ვიზუალური თუ ტექსტუალური ინფორმაცია პირველად იბეჭდება, მკითხველს საშუალება ექნება გაეცნოს როგორც სასახლეების უძველეს ისტორიას , ისე სამუზეუმო კოლექციების ყველაზე მნიშვნელოვან ძეგლებს.
გადაცემას უძღვება დადიანების სასახლეთა ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმის დირექტორი დავით ოყუჯავა.
რადიო ,,ათინათის'' და ზუგდიდის ისტორიულ - არქიტექტურული მუზუმის ერთობლივი გადაცემა ,,დადიანების სასახლეთა საგანძური''.
მასალის გამოყენების პირობები