მულტიმედია
პირველი დაბადების დღე 4 წლის შემდეგ - 29 თებერვალს დაბადებული ალექსანდრე (ფოტო/ვიდეო)
ალექსანდრე მოლაშხია 4 წლისაა. 2020 წლის 29 თებერვალს, ნაკიან წელიწადს დაიბადა, ამიტომაც წელს პირველად ექნება „ნამდვილი“ დაბადების დღე. თვითონ კონკრეტული თარიღის შესახებ ბევრი არაფერი იცის, თუმცა, მშობლები დღეობის აღსანიშნად ახლა განსაკუთრებულად ემზადებიან.
გასულ წლებში კი დაბადების დღის წვეულებას პირველ მარტს აწყობდნენ.

„ალექსანდრე, ჯერჯერობით, ვერ აცნობიერებს იმას, რომ მისი დაბადების დღე ოთხ წელიწადში ერთხელ არის. მისთვის მთავარია, რომ დაბადების დღე გადავუხადოთ და გამოხატოს თავისი სიხარული, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს და ვერ ხვდება კონკრეტულ რიცხვს, რომ მისი დაბადების დღე 29 თებერვალს არის“, - ამბობს იუბილარის მამა ალექსანდრე.

მამის სეხნია უკვე 4 წლის ბიჭის საყვარელი საქმიანობა ხატვა და ბურთის თამაშია, უყვარს ცხოველები, დადის ბაღში, ერთობა თანატოლებთან ერთად და წლიდან წლამდე, ნაკიან წელიწადს დაბადებული ალექსანდრე, ისევე, როგორც ბავშვების უმრავლესობა დაბადების დღისა და საჩუქრების მოლოდინშია. მერე რა, რომ 29 თებერვალი ოთხ წელიწადში ერთხელაა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
11 / ივნისი 2026
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
10 / ივნისი 2026
ფინანსური მონაცემების დაცვა კომპანიის სტაბილურობის მთავარი საწინდარია.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.