მულტიმედია
ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ (ფოტო/ვიდეო)
საქართველოს დამოუკიდებლობის 106 წლისთავთან დაკავშირებით, ზუგდიდში დილიდან საზეიმო აქტივობები ტარდება. ადგილობრივები ცენტრალურ მოედანზე იკრიბებიან და სხვადასხვა სივრცეებს ათვალიერებენ.

აქ შეხვდებით ყველა თაობის ზუგდიდელს. ისინი 1918 წლის 26 მაისის სულისკვეთებას იხსენებენ და საქართველოს ნათელ მომავალს უსურვებენ.
გამოფენილია სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა. ბავშვები დიდი ინტერესით სხდებიან ე.წ ჯავშანტრანსპორტიორებსა და რადიო სარეტრანსლაციო მანქანებში. სამხედროები ვიზიტორებს თითოეული ტექნიკის მახასიათებლებსა და იარაღით დამიზნების სპეციფიკას უხსნიან.

მეწარმეები დამთვალიერებლებს მრავალფეროვან პროდუქტს სთავაზობენ. შეგიძლიათ, ადგილზე დააგემოვნოთ ყველი, თაფლი და აშ, ხელნაკეთი ნივთები და სათამაშოები შეიძინოთ.

"ვაწარმოებთ ფუტკარს, ფუტკართან დაკავშირებით ყველა პროდუქტს: თაფლს, სანთელს, დინდგელს, ფუტკრის რძესაც წარმოდგენილი გვაქვს მაისის თაფლი, შემოდგომის თაფლი და აშ...ღმერთმა ქნას, დიდხანს გვქონოდეს შენარჩუნებული დამოუკიდებლობა და უფრო ძლიერი, გამთლიანებული გვენახოს ჩვენი ქვეყანა", - ამბობს მეწარმე ვახტანგ ჯიქია.

გარდა ამისა, საბავშვო სივრცეებში ბავშვებს სახის მოხატვაც შეუძლიათ.

17:10 წუთზე, მაშინ როდესაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, გაჟღერდა ქვეყნის ეროვნული ჰიმნი.

დღეს სამეგრელოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".

26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
08 / დეკემბერი 2024
ამ წუთებში, ზუგდიდში, საპროტესტო აქციის მონაწილეები, მსვლელობას მართავენ.
08 / დეკემბერი 2024
დღეს, 8 დეკემბერს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში, აქციის დროს დაშავებულ ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
08 / დეკემბერი 2024
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.