მულტიმედია
ზუგდიდში საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა (ფოტორეპორტაჟი)
ზუგდიდში ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სასულიერო პირებმა და მრევლმა მსვლელობა 12:00 საათზე დაიწყეს და ქალაქის ცენტრალური ქუჩებისკენ გაემართნენ.
მათ კოსტიუმირებული წარმოდგენით და გალობით მოიარეს ზუგდიდის ბულვარის ტერიტორია.

მრევლს ხელში ბაირაღები ეჭირა და შობის ღამის სხვადასხვა პერსონაჟი განასახიერა, მათ შორის იყვნენ ანგელოზები და მოგვები.

იქ ქართულ ტრადიციულ სამოსში ჩაცმული ადამიანებიც იყვნენ.

ალილოს მონაწილეებს გზად შეძახილებითა და მილოცვებით შეხვდნენ.

მრევლი და სასულიერო პირები თავისუფლების მოედანზე მდებარე ღვთისმშობლის მოზაიკასთან გაჩერდნენ, სადაც სამღვდელოების წარმომადგენლებმა პარაკლისი გადაიხადეს.

ამის შემდეგ მეალილოები ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარისკენ გაემართნენ.

მსვლელობა საკათედრო ტაძარში დასრულდა. საზეიმო პარაკლისი დეკანოზმა მალხაზ ჭანტურიამ აღავლინა.

მრევლმა ტკბილეული და საჩუქრები შეაგროვა, რომელსაც ტრადიციულად სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცემენ.

ამავე თემაზე:

7 იანვარს ზუგდიდში საშობაო ალილო გაიმართება
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
ცვლილებები ბევრ დროს არ მოითხოვს, წამის მეასედიც საკმარისია.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
05 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია საქართველოს ღვინის საუკუნოვან ტრადიციაზე.
05 / თებერვალი 2026
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
05 / თებერვალი 2026
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.