დაფინანსებული
"სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ
"სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას COVID-19-ის გავრცელების შეჩერების მიზნით. კამპანიის სამოქმედო არეალი მოიცავს წინასწარ შერჩეულ 647 ლოკაციას (ქალაქში, სოფელში, რაიონულ ცენტრსა და ჩასახლებაში, მათ შორის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზღვრის პირა 9 სოფელში) საქართველოს 10 რეგიონში, სადაც გავრცელდება 22,500 ცალი სურსათის ჩანთა,რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია COVID19-ის პრევენციული ღონისძიებებისდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის-112, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის შესახებ. მოსახლეობისთვის ჩანთების გადაცემა მოხდება უსასყიდლოდ,სოფლის თემებში მოქმედი სასურსათო მარკეტების მეშვეობით.

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივას“ აფინანსებს ევროკავშირი (EU) და თანადამფინასენებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).კამპანიის მიზანია მოსახლეობის უწყვეტი ინფორმირება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად რეგიონული ჰაბების, ბიზნეს კომპანიების, თვითმმართველობის, მოხალისეთა ჯგუფების, ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით - განსაკუთრებით ისეთ სამიზნე ლოკაციებში, სადაც დეზინფორმაციის გავრცელების ალბათობა მაღალია,მათ შორისაა საზღვრისპირა და რაიონულ ცენტრებს მოშორებული სოფლების მაცხოვრებლები, დევნილთა კოლექტიურ ჩასახლებებში მცხოვრები მოსახლეობა, ხანდაზმულები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და სხვა.

„მაშინ როდესაც პანდემია მსოფლიო მედიის განხილვის მთავარი საკითხია, ჩნდება კითხვა: არის კი საჭირო დამატებითი საინფორმაციო კამპანიების ორგანიზება? ჩვენმა გამოცდილებამ გვიჩვენა „დიახ“ და გარკვეული ჯგუფების საინფორმაციო მხარდაჭერის აუცილებლობა დაგვანახა. ერთის მხრივ ეს საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანებმა შეძლონ ვირუსის გავრცელების პრევენცია, ხოლო მეორეს მხრივ– თავი დაიცვან დეზინფორმაციისაგან.მიმდინარე პერიოდში, სურსათის ჩანთებზე,რომლებიც ადგილობრივი სახელისუფლებო სტრუქტურების ჩართულობითგადაეცემა მოწყვლად მოსახლეობას,განთავსებულია ინფორმაცია აზერბაიჯანულ, სომხურ და ქართულ ენებზე.ამავე კამპანიის ფარგლებში,173,760 პურზე უკვე განთავსდასაინფორმაციო სტიკერები და გავრცელდა.აღნიშნულიინიციატივა განხორციელდა იმერეთის, აჭარის, სამეგრელოს, გურიის რეგიონებში მოქმედი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონეადგილობრივ ბიზნეს პარტნიორებთან თანამშრომლობით: „ელვა“, შპს "მადლიანი 1“, შპს „ლეკო“, შპს „ვასაძის პური“, შპს „ხელვაჩაურის პურპროდუქტები“, შპს „ნაღდი პური“, შპს „ცინბა““- განაცხადა ლიკა კილაძემ, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე.

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.