აბაშის, მარტვილის, ჩოროწყუსა და წალენჯიხის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია ამჯერად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ადგილობრივ პედაგოგებს შეხვდა.
მაჟორიტარმა კანდიდატმა პანდემიის პერიოდში გაწეული სამუშაოებისთვის პედაგოგებს მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სრული რეაბილიტაცია 3 საჯარო სკოლას ჩაუტარდა. ასევე, მიმდინარეობს სოფელ ხაბუმეს საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება.
ამ დროისთვის 20-მდე საჯარო სკოლაში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისთვისაც მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
მასალის გამოყენების პირობები