ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს
პანდემიის მიუხედავად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში არ შეჩერებულა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა.
გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს ისეთ უბნებსა და სოფლებში, სადაც ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. ამჯერად 4-კილომეტრიანი ასფალტირებული გზის დაგება დაწყებულია სოფელ ლეწურწუმეში, ჯუმითის უბანში. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასევე სანიაღვრე არხები.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 867 596 ლარს შეადგენს. სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი გაეცნენ. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში 44-კილომეტრი გზის რეაბილიტაციაა დაწყებული.
მასალის გამოყენების პირობები