ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში საავტომობილო გზის მეორე ფენის დაგება დასრულდა. სამუშაოები რეგ. ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი 497 777 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ს.ს "არქეოპოლისი" ასრულებს.
პროექტის ფარგლებში 1,7კმ. ასფალტის გზა დაიგო. სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია გაეცნენ.
"პანდემიის მიუხედავად მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება. გზები იგება ისეთ სოფლებსა და უბნებში, სადაც ასფალტირებული გზა არასდროს ყოფილა. გამართული ინფრასტრუქტურა, უსაფრთხო და მოწესრიგებული გზები მნიშვნელოვანი ფაქტორია ადგილობრივი მოსახლეობის პირობების გაუმჯობესების კუთხით. ვცდილობთ, ყველა სოფელსა და უბანში ეტაპობრივად მოვაწყოთ გზები", - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ.
მასალის გამოყენების პირობები