ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია გრძელდება
ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალის 3,4 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია გაეცნენ.
მერის თქმით, გზის რეაბილიტაციასთან ერთად მოეწყობა სანიაღვრე არხები და ეზოებში შესასვლელი მიერთებები.
,,აქტიურად მიმდინარეობს ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია, პროექტი ითვალისწინებს, როგორც სავალი ნაწილის, ასევე სანიაღვრე არხებისა და ეზოებში შესასვლელების მიერთებების მოწყობას. აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვისაც"- აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა. ქალაქში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 70-ზე მეტ ქუჩას. გზები რეაბილიტირდა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც.
მასალის გამოყენების პირობები