დაფინანსებული
ზუგდიდში, ცვანეს ადმინისტრაციულ ერთეულში გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცვანეს ადმინისტრაციულ ერთეულში, ერგეტის ცენტრიდან ცვანეს ცენტრამდე და ცვანეს ცენტრიდან ანაკლიის ზღვის სანაპირომდე გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს ადგილზე მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიგა მელია გაეცნენ.

როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, გზა წლების განმავლობაში ავარიული იყო და მოსახლეობას პრობლემას უქმნიდა. გზის რეაბილიტაცია კი მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვისაც.

ცვანეში, გზასთან ერთად მოეწყობა მიერთებები, საგზაო ნიშნები და ეზოებში შესასვლელები.

სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 388 000 ლარს შეადგენს.

ცვანესა და ხეცერაში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 48-ვე ადმინისტრაციულ ერთეულს ცენტრამდე განახლებული გზა დააკავშირებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.