ზუგდიდში ბავშვთა განვითარების ახალი ცენტრი „დობადონა“ გაიხსნა (ფოტო, ვიდეო)
14:03 / 22.11.2023
ზუგდიდში ბავშვთა განვითარების ახალი ცენტრი „დობადონა“ გაიხსნა. ცენტრი სხვადასხვა ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს მოემსახურება.
„დობადონას“ ხელმძღვანელის სალომე ანჩაბაძის თქმით, ცენტრი ბენეფიციარებს შემდეგ სერვისებს მიაწვდის: ქცევის თერაპია, აკადემიური უნარების თერაპია, მეტყველების თერაპია, ოკუპაციური თერაპია, ფიზიკური თერაპია და ფსიქოკონსულტირება. მისივე განმარტებით, ცენტრი ამ მომსახურებას ბავშვებს თბილ და მათზე მორგებულ მყუდრო გარემოში შესთავაზებს.
„ეს არის ბავშვის განვითარების ცენტრი, რომელიც ამჟამად მოემსახურება 40 ბენეფიციარს. მათი უმეტესი ნაწილი იქნება აუტისტური სპექტრის აშლილობის, ქცევის დარღვევის მქონე ბავშვები და სოციალიზაციის პრობლემების მქონე ბავშვები. ჩვენი სტაფის შემადგენლობაში შედიან ფსიქოლოგები, ოკუპაციური თრერაპევტები, ფიზიკური თერაპევტები, სპეცმასწავლებლები და ასევე მეტყველების თერაპევტი“, - აღნიშნა ცენტრის ხელმძღვაბელმა.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს ცენტრის შექმნის მოკლე ისტორია გააცნეს და მხარდამჭერი ორგანიზაციები წარადგინეს. ასევე, მიაწოდეს ინფორმაცია სერვისებისა და მომავალში განსახორციელებელი აქტივობების შესახებ.
“რაც უფრო მეტი ბავშვთა განვითარების ცენტრი გაიხსნება და კონკურენტული გარემო იქნება, მით უფრო მაღალი ხარისხს დავდებთ, - აღნიშნა მოწვეულმა სტუმარმა ფსიქოლოგმა ლილიანა ცხონდიამ.
განვითარების ცენტრი ფუნქციონირებას დღეიდან შეუდგა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები