დაფინანსებული
ზუგდიდში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან, პარტნიორ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად, რეგიონული ახალგაზრდული ფორუმი გამართა.

ფორუმის მიზანია რეგიონში ახალგაზრდული საქმიანობის პოპულარიზაცია და ახალგაზრდული შესაძლებლობების გაზიარება, როგორც მუნიციპალურ, ასევე ქვეყნის მასშტაბით.

ფორუმის ფარგლებში ახალგაზრდული ორგანიზაციების გამოფენა მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო მათ მიერ წარმატებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.

ასევე, მოეწყო პანელური სესია. პანელურ სესიაში მონაწილეობდნენ: ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი თეონა ხუფენია, საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის პრეზიდენტი ილარიონ ფიფია.

კონსტანტინე კაკავამ ახალგაზრდული მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რომელიც მათ აქვთ ადგილობრივ დონეზე. „ზუგდიდის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა მდგრადი ახალგაზრდული პოლიტიკით. ამის საფუძველია სწორედ სექტორული პლატფორმების შექმნა, როგორიცაა ეს კონკრეტული ფორუმი. გარდა ამისა, ჩვენ სხვადასხვა პლატფორმით ვთანამშრომლობთ როგორც სამოქალაქო სექტორთან, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებთან. საბოლოო ჯამში, ამ რესურსების გაერთიანებით შევქმენით ახალგაზრდებისთვის ძალიან საინტერესო, მიმზიდველი აქტივობები, ღონისძიებები“ - აღნიშნა კონსტანტინე კაკავამ.

მისივე თქმით, ფორუმის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციები 2024 წელს აუცილებლად აისახება მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების საქმიანობებში.

ფორუმის დასასრულს ახალგაზრდებს დაეთმოთ თავისუფალი სივრცე, სადაც ისაუბრეს არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე. ასევე, შეიმუშავეს რეკომენდაციები.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.