კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის აგვისტო ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით იწყებს კამპანიას: გვახსოვდეს სიმართლე
10:28 / 08.08.2024
7 აგვისტო: 7 აგვისტოს, საღამოს კოალიციამ ინფორმაციის სანდოობისთვის გმირთა მოედანზე აგვისტოს ომთან დაკავშირებული ვიდეორგოლის
ჩვენება მოაწყო. ვიდეორგოლი, რომელიც 2008 წლის რუსული აგრესიის 16 წლისთავს ეხება, კიდევ ერთხელ გვახსენებს თუ ვინ არის ნამდვილი მტერი და მეგობარი.
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
Playback Rate
1
Chapters
Chapters
descriptions off, selected
Descriptions
subtitles off, selected
Subtitles
captions settings, opens captions settings dialog
captions off, selected
Captions
Audio Track
This is a modal window.
Captions Settings Dialog
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
კოალიციის განცხადებით, რუსული აგრესია 2008 წელს არ დასრულებულა და დღემდე გრძელდება. 2008 წელს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღებიდან დღემდე, საოკუპაციო რეჟიმმა სულ მცირე 7 საქართველოს მოქალაქე იმსხვერპლა. საქართველოში არსებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მონაცემების თანახმად, 2013-2024 წლებში, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს 2,418 პირი, თუმცა დაკავებულთა რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.
კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის მოქმედი თავმჯდომარის გიორგი მელაშვილის განცხადებით, ოკუპაციის დასასრულებლად და მშვიდობიანი განვითარების ერთადერთი გზაა - ევროინტეგრაციის გაძლიერება და დასავლეთთან ალიანსის შენარჩუნება.
„საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია შეჩერებულია, ურთიერთობები დასავლეთთან დაძაბული. ამის ფონზე კოალიცია სვამს კითხვას, რატომ მიილტვის საქართველოს მთავრობა რუსეთისკენ, ქვეყნისკენ, რომელიც აგრძელებს ჩვენი მოქალაქეების მკვლელობას და გატაცებას. კოალიცია მიიჩნევს, რომ ერთადერთი გზა ოკუპაციის დასასრულებლად და მშვიდობის უზრუნველსაყოფად არის ევროინტეგრაციის გაძლიერება და დასავლური ალიანსის აღდგენა."
საქართველოს მოქალაქეებს ახსოვთ ქვეყნის ტერიტორიული ერთიანობისთვის დაღუპული ყოველი გმირი, და ისიც თუ რასთან ბრძოლას შესწირეს მათ თავი. აღნიშნულს ადასტურებს ოთარ კირაკოზაშვილი, აგვისტოს ომის დრო დაღუპული კაპიტან გიორგი კირაკოზაშვილის შვილი. კირაკოზაშვილის თქმით: “მამა და მასთან ერთად დაღუპული გმირები, აგვისტოს ომში ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძოდნენ.”
გვახსოვდეს აგვისტოს გმირები, გვახსოვდეს ვინ არიან ჩვენი მეგობრები, გვახსოვდეს სიმართლე!
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები