დაფინანსებული
ზუგდიდში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებული ადგილების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ძლიერმა წვიმამ ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში გარკვეული პრობლემები შექმნა. უხვმა ნალექმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდანო ნაკვეთები დატბორა.

ამ წუთებში ანაკლიაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებოდა ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად.

როგორც მერმა აღნიშნა, უხვმა ნალექმა მდინარეების მნიშვნელოვანი ადიდება, სანიაღვრე არხების გადავსება და წყალმოვარდნები გამოიწვია.

ანაკლიაში არსებულმა სამელიორაციო არხმა ვერ უზრუნველყო ჭარბი ნაკადის გატარება. მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ზღვის შესართავთან, მოდინებული წყლის ნაკადი ვერ უერთდებოდა ზღვას, რამაც შექმნა მისახლეობის დატბორვის საფრთხე. შესაბამისად, მოხდა ახალი დამატებითი არხის გაჭრა, არსებულის გაფართოება და ზღვის შემაერთებლის გაწმენდა. მოსახლეობის დატბორვის საფრთხე სამუშაობის შედეგად არიდებულია.

აღნიშნულ სამუშაოებში ჩართულია ანაკლიის პორტის ტექნიკა, რომელმაც უდიდესი დახმარება გაუწია მუნიციპალიტეტს. მუნიციპალიტეტის შპს „ანაკლია-განმუხური რესორტი“ და ა(ა)იპ „კეთილმოწყობის მართვის ცენტრი“.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.