დაფინანსებული
,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“ შშმ პირებისა და NEET ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო შესაძლებლობების გაძლიერებისთვის პროექტს ახორციელებს

,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".


პროექტის მიზანია მოწყვლადი ახალგაზრდების, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და NEET-ების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა საქართველოს შრომის ბაზარზე.
მოგეხსენებათ, რომ შშმ პირების და NEET ახალგაზრდების დიდ ნაწილს დასაქმების მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვთ. ამ გამოწვევების ერთ-ერთი მიზეზი ხშირად არის ტექნოლოგიებზე წვდომის და ციფრული უნარების არქონა. ამ გამოწვევის გათვალისწინებით, პროექტის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შეირჩა 30 ახალგაზრდა, რომლებიც ჩაერთნენ ციფრულ უნარების და ციფრული მეწარმეობის თემებზე ორგანიზებულ ტრენინგებში. ახალგაზრდებს საშუალება აქვთ ტრენინგს დაესწრონ როგორც პირისპირ, ისე ონლაინ ფორმატში. პროგრამა შედგენილია მონაწილეთა საჭიროებების მიხედვით და მოიცავს საბაზისო ციფრული უნარების სწავლებას, რეზიუმესა და სამოტივაციო წერილების შედგენას ელექტრონულად, სხვადასხვა აპლიკაციების გამოყენებას და ციფრული მეწარმეობის საფუძვლებს. ტრენინგში ჩართული პირები აღნიშნავენ, რომ ტრენინგები ტარდება საინტერესოდ, შეძენილი უნარები ზრდის მათ მოტივაციას გახდნენ აქტიური სამუშაოს მაძიებლები.

პროექტის ბოლოს მოხდება ტრენინგებზე წარმატებული მონაწილეების იდენტიფიცირება, ერთმანეთთან დაკავშირება და ციფრული სტარტაპ-იდეების დამუშავებაში მხარდაჭერა. პროექტი აგრეთვე დაეხმარება მონაწილეებს მომზადებული სტარტ-აპ იდეების პროექტებისთვის დაფინანსებების შესაძლებლობებზე ინფორმაციის მოძიებაში.

პოსტი მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ციფრული და კარიერის მართვის კომპეტენციების გაძლიერება საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში მცხოვრები მოწყვლადი ახალგაზრდებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია “კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის” ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასთან ერთად. პროექტის მიზანია საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში მცხოვრები მოწყვლადი ახალგაზრდების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, დასაქმების და მეწარმეობის შესაძლებლობების გაუმჯობესება.

 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".

26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.