ქალთა ურთიერთდახმარების შეხვედრები, მათი უფლებებისა და ეკონომიკური გაძლიერებისთვის - ქალთა ფონდი "სოხუმის" მორიგი პროექტი (ფოტო/ვიდეო)
16:34 / 11.12.2024
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ
ძალადობის შესახებ ქალების ინფორმირებას და მათი ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას.
აღნიშნული პროექტის ასისტენტი ნინო ჭაბუკიანი ამბობს, რომ ქალთა ურთიერთდახმარების შეხვედრებში გუნდი აქტიურად იყენებს ციფრული რესურსცენტრის ვებგვერდს, რომელიც "კანადის თანასწორობის ფონდის" მხარდაჭერით, ფონდმა "სოხუმმა" შექმნა.
"ეს არის ძალიან საინტერესო ვებ გვერდი, სადაც მოცემულია საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ინფორმაციები, სერვისები, ძალადობის კანონთან მიმართებაში, როგორც დაცვის მექანიზმები, ასევე, ინფორმაცია, თუ რას გულისხმობს ძალადობის კანონი. ძალიან მარტივი და გასაგებია ვებ გვერდზე მუშაობა. იქ წარმოდგენილია წარმატების ისტორიები, რაც უდიდესი სტიმულია ქალებისთვის. ფონდი "სოხუმის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი არის ქალების ეკონომიკურად გაძლიერება და შესაბამისი სერვისები არის: ჭრა-კერვის კურსები, პოლიმერული თიხა, ტელეფონების დარიგება, პროდუქტებითა ტანსაცმელებით ჰუმანიტარული დახმარება", - აღნიშნავს ჭაბუკიანი.
მისივე განმარტებით, შეხვედრების ერთ-ერთი მიზანი ქალების წახალისება, იმედის მიცემაა, რაც, მისი თქმით, გახდება მათი ახალი ცხოვრების საწყისი.
"ჩვენი სამუშაო არეალია: კახათი, კოკი, ხურჩა, ორსანტია, შამგონა. ამ ხუთ არეალში ვატარებ საინფორმაციო შეხვედრებს ქალბატონებთან. ხუთ სოფელში გამოვლენილია ოცი ქალბატონი, რომელმაც, კანადის პროექტის ფარგლებში, ფონდი "სოხუმისგან" მიიღო ტელეფონები. სასწრაფო დახმარება რომ დასჭირდეთ ტელეფონშია მოცემული ვებ გვერდი, სადაც შეუძლიათ მიმართონ 112-ს. ორგანიზაცია მათ ეხმარება სურსათ-სანოვაგით, ტანსაცმლით და ა.შ. ყოველთვის ვითვალისწინებთ ბენეფიციარების მდგომარეობას და ვრთავთ პროექტებში, რომელიც ქალის ეკონომიკურ გაძლიერებას ითვალისწინებს", - თქვა ქალთა მხარდაჭერის ცენტრის წარმომადგენელმა ნონა ბუკიამ.
როგორც ის ამბობს, ფონდის წარმომადგენლების მიერ განხორციელებული პროექტების ერთ-ერთი მიზანი მოსახლეობის ინფორმირებაა, რადგან საზღვრისპირა სოფლებში მოსახლეობის ნაწილმა, საჭიროების შემთხვევაში, არ იცის ვის უნდა მიმართოს.
შეხვედრების მონაწილე, რომელსაც ფონდმა კონსულტაციები გაუწია, მათ შორის ფსიქოლოგიური და იურიდიული მიმართულებით, აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის დახმარებით, მან შეძლო მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამოსვლა.
"მათგან მივიღე ყველანაირი დახმარება. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი იყო ფსიქოლოგიური დახმარება. ამისთვის მადლობას ვუხდი ყველას. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მაშინ გვერდით დაგვიდგნენ და შეგვიმსუბუქეს ჩვენი იმ დროინდელი მდგომარეობა. აბსოლუტურად ყველა ქალს ვეტყვი, რომ არ გაჩუმდნენ ძალადობაზე და არსებობს ასეთი ფონდი, რომელიც აუცილებლად გვერდით დაუდგება და მიაწვდის ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას, როგორც ფსიქოლოგიურს, ასევე, იურიდიულს. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მათ", - დასძენს ერთ-ერთი ბენეფიციარი.
ფონდი "სოხუმის" მისიაა ქალთა საზოგადოებრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების ხელშეწყობა მათი სოციალური, საგანმანათლებლო და სამართლებრივი შესაძლებლობების განვითარების, სქესთა შორის თანასწორობის მიღწევის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის გზით.
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ
,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები