ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
ჩვენ გაგიზიარებთ 5 საუკეთესო რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ზამთრის შვებულების მარტივად და ბიუჯეტურად დაგეგმვაში.
1. შეიძინე ბილეთები რაც შეიძლება ადრე.გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად, ბილეთის ფასები უფრო და უფრო იზრდება. იაფი ბილეთების მოსაძებნად გამოიყენე ავიაბილეთების ძებნის სხვადასხვა პლატფორმები, რომლის დახმარებითაც შეძლებ შეადარო სხვადასხვა ბილეთები და მოძებნო ყველაზე ხელსაყრელი და ბიუჯეტური ბილეთი. მაგალითად ერთ-ერთი ასეთი პლატფორმა გახლავთ
aviasales.ge, რომელსაც ამ ეტაპისთვის 18 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. Aviasales ამოწმებს ყველა შესაძლო ვარიანტს და გთავაზობს საუკეთესო შეთავაზებებს. აღსანიშნავია, რომ Aviasales-ის თითოეულ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, სასურველ მიმართულებებზე შეტყობინების ჩართვით, მიიღოს მუდმივად განახლებადი ინფორმაცია ფასის ცვლილებასთან დაკავშირებითაც.
2. მოერიდე დატვირთულ პერიოდებსშეეცადე არ იმოგზაურო ყველაზე დატვირთულ დღეებში, მაგალითად 24 დეკემბერს ან 1 იანვარს. შუა კვირაში ფრენები ხშირად უფრო იაფია და მოთხოვნაც შედარებით დაბალია. თუ თქვენი გრაფიკი საშუალებას იძლევა, დაგეგმე მოგზაურობა სადღესასწაულო დღეებამდე ან შემდეგ, რომ მაქსიმალურად დაბალი დანახარჯით იმოგზაუროთ.
3. იპოვე ხელმისაწვდომი მიმართულებებიმოიძიე ისეთი ადგილები სადაც შედარებით ბიუჯეტურად შეძლებ დასვენებას. გადახედე სასტუმროების ფასებს, შეამოწმე შიდა გადაადგილებისა და კვების საშუალო ფასები. ნახე რომელ ქვეყანაში რა თანხა დაგჭირდება და აუცილებლად შეამოწმე, რა მიმართულებებითაა ფრენები ყველაზე იაფი.
4. იმოგზაურე ნაკლები ბარგით და თავიდან აირიდე ზედმეტი ხარჯებიბიუჯეტური ავიაკომპანიებით მგზავრობისას, ბარგი დამატებით ხარჯებთან ასოცირდება, რადგან ფრენის ბილეთები მხოლოდ ერთ პატარა ხელბარგს მოიაზრებს. ამიტომ, შეგიძლია დაზოგო ფული და მოკლევადიან მოგზაურობაში მხოლოდ ერთი ზურგჩანთით წახვიდე. Aviasales-ის ვებ-გვერდისა და აპლიკაციის გამოყენებით საშუალება გეძლევა შეადარო ბილეთების ფასები, და გაიგო რა დაგიჯდება ფრენა, როგორც ბარგით, ასევე ბარგის გარეშე.
როდესაც ზედმეტი ხარჯების დაზოგვაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია გავითვალისწინოთ სასტუმროებისა და აპარტამენტების ღირებულებები.
Booking.com-ს,
Airbnb.com-ზე და სხვა მსგავს ვებ გვერდებზე დასარჩენი ადგილების ფასები დღესასწაულების პერიოდებში უფრო ძვირია და შობისა და ახალი წლის მოახლოებასთან ერთად სასურველი და ბიუჯეტური საცხოვრებლის რაოდენობებიც სწრაფად მცირდება. იმისათვის, რომ შედარებით დაბალ ფასში იქირავო სასტუმროს ოთახი ან ბინა, ეცადე რაც შეიძლება ადრე დაიწყო ძიება და ჯავშნის გაკეთება.
5. წინასწარ დაგეგმე სასურველი აქტივობებიწინასწარ გაწერე ყოველი დღის გეგმა, შეამოწმე ტრანსპორტის გადაადგილების გრაფიკები, შეადგინე ღირსშესანიშნაობების სია, რომელთა ნახვაც გინდა, წინასწარ შეიძინე მუზეუმების ბილეთები, რაც დაგიზოგავს, როგორც დროს, ასევე ხარჯებსაც. მოიძიე რესტორნები და სხვა კვების ობიექტები, სადაც შეძლებ გემრიელად და შეღავათიან ფასად ადგილობრივი კერძების დაგემოვნებას.
მასალის გამოყენების პირობები