ბიძინა ივანიშვილი: განმუხურში ძალიან მაღალი კლასის სასტუმროს ავაშენებ
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელმა ბიძინა
ივანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა,
რომ განმუხურში, სადაც პირობითი საზღვარია გავლებული, მაღალი კლასის
სასტუმროს აშენებას აპირებს.
მისივე თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოახერხა ცრუ ინფორმაცია
გაევრცელებენა, თითქოს ზღვის სანაპიროს ვართმევდით განმუხურის
მაცხოვრებლებს.
"მინდა გაუსვა ხაზი, რომ სადაც რამე მშენებლობა დავიწყე, განმუხურშიც
კი, რომლითაც მე აუცილებლად ვიამაყებ მომავალში, იქაც კი მოახერხეს და
თემა აწიეს, რომ ზღვის სანაპიროს გვართმევსო. რაღაც სისულეები და
უმეცრებებში გადასული განცხადებები გააკეთეს. კიდევ რაღაცეებს ვაპირებ
და როდესაც დავამტკიცებ, შემდგომ გაგაცნობთ.მე დღეს ვაშენებ, მაგრამ
“ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა და მშენებლობა ლამის უარყოფით
სიტყვაში გადააქცია,ლამის შეურაცხყოფაში გადაიტანონ",- განაცხადა
მან.
მასალის გამოყენების პირობები