დე ფაქტო აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით “შს სამინისტროს
აფხაზეთის მოქალაქეების ვადაგასული პასპორტების უფასო შეცვლის
ორგანიზება“, დაევალა.
აღნიშნული დადგენილების თანახმად, ვადაგასულ პასპორტებს მოქმედების
დრო 2016 წლის 10 ივლისამდე გაუხანგრძლივდა.
შეგახსნებთ, რომ 5 ივლისს, სოხუმში გამართულ აქციაზე, ოპოზიციურმა
ძალებმა, შს მინისტრის გადადგომასთან ერთად,
ვადაგასული პასპორტებისა და სპეციალური მოწმობების მფლობელთა,10
ივლისს დაგეგმილ რეფერენდუმში, მონაწილეობის შესაძლებლობა
მოითხოვეს.
მასალის გამოყენების პირობები