გიორგი სიგუა: მომავალ წელს GEM-FEST ერთი თვის განმავლობაში გაიმართება (ვიდეო)
22:16 / 02.08.2016
დადიანების სასახლის ეზოში GEM FEST-ის კლიპის პრეზენტაცია გაიმართა.
მთავარი პრომო ვიდეოს ჩვენებასთან ერთად
ფესტივალის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ სამომავლო გეგმების შესახებ
ისაუბრა. მისი თქმით, ფესტივალის ცნობადობა იმდენად გაიზარდა, რომ ის
მომავალ წელს 1 თვის განმავლობაში გაიმართება.
რაც შეხებაა კლიპს, ის მთლიანად სამეგრელოს რეგიონში გადაღებული
კადრებისგან შედგება.
„ჩვენ შევეცადეთ პრომო ვიდეო ყოფილიყო სინქრონიზირებული სამეგრელოს
პრომო ვიდეოსთან, რომ გაგვეკეთებინა სამეგრელოს ტურისტული პოტენციალის
ამსახველი ვიდეო. ამისათვის კი შემოვიარეთ მთელი სამეგრელო, ჩავიწერეთ
ყველანაირი ბგერა და ჩვენ ძალიან დიდი სიამაყით გავიტანთ GEM FEST-ს,
როგორც პროდუქტს, რომელიც დაიბადა და ვითარდება სამეგრელოში,“-
აღნიშნა მან.
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 10-14 აგვისტოს, ანაკლია-განმუხურის
საკურორტო ზონაში გაიმართება და ორგანიზატორების პროგნოზით, მას 25
000-ზე მეტი სტუმარი დაესწრება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები