სოხუმში, XV მუსიკალური ფესტივალი “ხიბლა გერზმავა გიწვევთ...“
მიმდინარეობს. აფხაზური მედიის ცნობით, პირველად, ფესტივალი
არქეოლოგიური
ძეგლის, ისტორიულ-კულტურული ნაკრძალის -"სოხუმის
ციხესიმაგრის“ ტერიტორიაზე იმართება. უძველესი ტაძრის ნანგრევებს
შორის, ამფითეატრი დამონტაჟდა, რომელიც ათასამდე ადამიანს იტევს.
ფესტივალის ფარგლებში, მოსკოვის აკადემიურმა მუსიკალურმა თეატრმა,
ლუიჯი კერუბინის საოპერო სპექტაკლი „მედეა“ წარმოადგინა.
დღეს, ხიბლა გერზმავა, პიანისტის დანიილ კრანერის ტრიოსთან ერთად,
მონაწილეობას მიიღებს პროგრამაში „ოპერა. ჯაზი.ბლუზი".
მასალის გამოყენების პირობები