დე ფაქტო აფხაზეთის „პარლამენტის“ დეპუტატობის კანდიდატის ბატალ აიბას
ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ „სპუტნიკ - აბხაზიას“
ქალაქის
პროკურორმა რუსლან ტირკბამ განუცხადა.
მისივე ცნობით, ავტომობილს ცეცხლი, საღამოს 9 საათზე, ეშბას ქუჩაზე,
აღნიშნული კანდიდატის საარჩევნო შტაბთან გაუჩნდა. მიზეზები ამ დრომდე
დაუდგენელია.
პროკურატურა ორ ძირითად ვერსიას - განზრახ ცეცხლის გაჩენას და
აალებას განიხილავს. ტირკბას განცხადებით, დეპუტატობის კანდიდატი
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჯერ არ დაკითხულა.
მასალის გამოყენების პირობები