ოკაცეს კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში რუსი ტურისტები
იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტის
შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ცეცხლი ავტომობილის
სადენებს გაუჩნდა და ამ ეტაპზე ინციდენტი ამოწურულია.
ფოტო: გურამ
შეროზია
ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრე მაშველები.
მასალის გამოყენების პირობები