სენაკში თხილის კომპენსაციის მოთხოვნით გამართული აქცია დასრულდა
სენაკში, გამგეობის შენობის წინ საპროტესტო აქცია დროებით დაიშალა.
ადგილობრივები მოთხოვნების შეუსრულებლობის
შემთხვევაში ფართომაშტაბიანი აქციებითა და შიმშილობის დაწყებით
იმუქრებიან.
მოსახლეობას სენაკის გამგებლის თანაშემწე ედიშერ ბაღათურია შეხვდა.
მან აქციის მონაწილეებს უთხრა, უახლოეს დღეებში აზიური ფაროსანას
წინააღმდეგ ბრძოლაში ავიაცია ჩაერთვება. რაც შეეხება კონპენსაციის
საკითხს, როგორც სენაკის გამგეობაში აცხადებენ, ხალხის მოთხოვნების
შესახებ ცენტრალური ხელისუფლება ინფორმირებულია.
სენაკის მოსახლეობა ხელისუფლებისგან აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული
ზარალის დათვლასა და შესაბამის ანაზღაურებას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები